გიორგი მარგველაშვილი ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან ბრიჯიტ ბრინკთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრისას საქართველო-ამერიკას შორის არსებულ თანამშრომლობასა და ამ თანამშრომლობის პერპექტივაზე ისაუბრეს.
მხარეებმა ერთმანეთს საქართველოში, ასევე აშშ-ში არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცეს. ბრიჯიტ ბრინკმა აღნიშნა, რომ საქართველოს ტრადიციულად მაღალი მხარდაჭერა აქვს როგორც რესპუბლიკური, ისე დემოკრატიული პარტიისაგან, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებასა და გაღრმავებას.
ბრიჯიტ ბრინკმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა.
საუბარი შეეხო ასევე, ჩვენს ქვეყანასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დემოკრატიის განვითარების, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური და სავაჭრო, საგანმანათლებლო და კულტურული მიმართულებებით ურთიერთობების პოზიტიური განვითარების დინამიკას, მათ შორის, საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას.
შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ესწრებოდნენ.

Visited 126 times, 1 visit(s) today