გიორგი მარგველაშვილი თავდაცვის მინისტრსა და გენშტაბის უფროსს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თავდაცვის მინისტრსა და გენშტაბის უფროსს შეხვდა
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი ესწრებოდა, უშიშროების საბჭოს სხდომის მოსამზადებელი საკითხები განიხილეს, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება.
თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენშტაბის უფროსმა საქართველოს პრეზიდენტს რეზერვის კონცეფციის შესახებ განახლებული ინფორმაცია მიაწოდა.

Visited 191 times, 1 visit(s) today