გიორგი მარგველაშვილი ნინო ჩუბინიშვილის გამოფენის გახსნას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში ნინო ჩუბინიშვილის პერსონალური გამოფენა დაათვალიერა. გამოფენის “მე-5 ოთახი” ექსპოზიცია სპეციალურად მომზადდა აბრეშუმის მუზეუმის სივრცესთან კავშირში, სადაც ავტორმა ახალი ნამუშევრები წარადგინა. ექსპოზიციით ავტორმა მოგვითხრო გარდასახვისა და ტრანსფორმაციის პროცესი – ყოფითიდან წარმოსახვით რეალობამდე.

Visited 172 times, 1 visit(s) today