გიორგი მარგველაშვილი ნიუ იორკში საზეიმო ვახშამს დაესწრო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისა და საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეების პატივსაცემად საზეიმო ვახშამი გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტს ნიზამი განჯავის საერთაშორისო ცენტრის საპატიო წევრობის ნიშნად ოქროს სამკერდე ნიშანი გადაეცა. ღონისძიებაზე სტუმრებს სიტყვით მოწვეულმა სტუმარმა ამერიკელმა ეკონომისტმა ჯეფრი საქსმა მიმართა და თანამედროვე სამყაროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
საქართველოს პრეზიდენტი ხვალ “ვესტ პოინტის” სამხედრო აკადემიას ეწვევა და აკადემიის ხელმძღვანელობასთან და კადეტებთან გამართავს შეხვედრას.

Visited 122 times, 1 visit(s) today