გიორგი მარგველაშვილი პროექტის “ახალგაზრდული დებატები ეკონომიკურ რეფორმებზე” მონაწილეებს შეხვდა, რომელსაც „ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრი“ (ICDC) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G) მხარდაჭერით ახორციელებს.
პროექტის მიზანი მნიშვნელოვან ეკონომიკურ რეფორმებთან დაკავშირებით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება და მათი უნარების განვითარებაა, რათა მათ რეფორმებზე ეფექტიანი დებატების წარმართვა შეძლონ.
Visited 240 times, 1 visit(s) today