გიორგი მარგველაშვილი საპარლამენტთაშორისო კავშირის გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საპარლამენტთაშორისო კავშირის გენერალურ მდივანს მარტინ ჩუნგონგს შეხვდა. სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს გეოპოლიტიკურ როლს, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, საქართველოს სამომავლო ამბიციებს ევროკავშირისა და ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
საქართველოს პრეზიდენტმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სტუმარს რუსეთის აგრესიულ ქმედებებთან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით.

Visited 178 times, 1 visit(s) today