გიორგი მარგველაშვილი სლოვენიის ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოსა და სლოვენიას შორის პოლიტიკური ურთიერთობები და აქტიური თანამშრომლობა საერთო ინტერესებსა და ღირებულებებზეა დაფუძნებული. აღნიშნული განცხადება დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სლოვენიის რესპუბლიკის ვიცეპრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან კარლ ერიავეცთან შეხვედრისას გააკეთა და სტუმარს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისათვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
უმაღლესი დონის ვიზიტების გააქტიურება და სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებისა და განვითარების საკითხები განიხილეს დღეს ეკონომიკის, თავდაცვის, განათლების და კულტურის სფეროებში საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე ესწრებოდნენ.
მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს, ადამიანის უფლებების დარღვევისა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის თვალსაზრისით შექმნილ მდგომარეობაზე გაამახვილეს ყურადღება და გიორგი მარგველაშვილმა სლოვენიას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

Visited 143 times, 1 visit(s) today