გიორგი მარგველაშვილი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გიორგი მარგველაშვილი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ედვარდ ნალბანდიანს შეხვდა, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ეწვია.
საქართველოს პრეზიდენტმა მწუხარება გამოხატა ერევანში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო და ვითარების სწრაფად დარეგულირების იმედი გამოთქვა.
პრეზიდენტის სასახლეში გამართული შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველო-სომხეთს შორის პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.
შეხვედრისას ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო, ტურიზმის, ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობის განვითარების მზარდი დინამიკის ფონზე, სომხეთთან სხვადასხვა მიმართულებებში ურთიერთობის გაღრმავების სურვლი გამოითქვა.
მხარეებმა რეგიონში არსებული ის გამოწვევები განიხილეს, რომლებიც გავლენას ახდენენ რეგიონულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე.
ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პარალელურად, შეხვედრისას ხაზი გაესვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის მნიშვნელობას.

Visited 163 times, 1 visit(s) today