საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან ერთად სასახლეში ქართველ სუმოისტს ლევან გორგაძე-ტოჩინოშინს უმასპინძლა. პრეზიდენტმა ტოჩინოშინს მსოფლიო ასპარეზზე საქართველოს წარმოჩენისა და პოპულარიზაციისათვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
თავის მხრივ, ლევან გორგაძე-ტოჩინოშინმა პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა მიმდინარე წელს, იმპერატორის თასის მოპოვების შემდეგ, საქართველოს სახელმწიფო ჯილდოს – ღირსების ორდენის მინიჭებისათვის
Visited 292 times, 1 visit(s) today