გიორგი მარგველაშვილი ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ყირგიზეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრი მუჰამედკალი აბილგაზიევი მიიღო, რომელიც თბილისში პირველად იმყოფება და საქართველოს OGP- ის სამიტში მონაწილეობის მისაღებად ეწვია.
შეხვედრისას, საუბარი შეეხო საქართველოსა და ყირგიზეთს შორის პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და სექტორული ურთიერთობების განვითარებას. პრეზიდენტი მიესალმა ყირგიზეთის პრემიერის პირველ ვიზიტს საქართველოში, და აღნიშნა, რომ ეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიტანს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში.
მხარეებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო მიმოიხილეს.
მხარეებმა განიხილეს მიმდინარე ეკონომიკური საერთაშორისო პროექტები და საქართველოსა და ყირგიზეთს ეკონომიკური პოტენციალი სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებებით.
განიხილეს პროექტის “ლაპის ლაზური” მნიშვნელობა, რომელიც ქვეყანას წარმოაჩენს, როგორც მნიშვნელოვან სატრანსპორტო და სავაჭრო დერეფანს ევროპასა და აზიას შორის.

Visited 139 times, 1 visit(s) today