გიორგი მარგველაშვილმა გერმანელ სტუდენტებსა და მათ პროფესორებს უმასპინძლა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს პრეზიდენტის სასახლეში სახელმწიფოს სტიპენდიანტ გერმანელ სტუდენტებსა და მათ პროფესორებს უმასპინძლა.
სტუდენტებმა პრეზიდენტის სასახლე დაათვალიერეს და საქართველოს პრეზიდენტს თავიანთი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ორკვირიანი საზაფხულო სკოლის ფარგლებში ჩამოსულ გერმანელ წარჩინებულ სტუდენტებს გაესაუბრა, საზაფხულო სკოლის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებებითა და მათი სამომავლო გეგმებით დაინტერესდა.
როგორც გერმანელმა სტუდენტებმა პრეზიდენტს მოახსენეს მათ გაიარეს ანტიკური კავკასიისა და საქართველოს შესახებ ვრცელი კურსი და ეწვივნენ საქართველოს, რათა მოინახულონ სხვადასხვა კუთხეები და უძველესი ძეგლები.
ოცი წარჩინებული სტუდენტი, რომლებიც სახელმწიფო სტიპენდიით სარგებლობენ ,
ფონდის „Studienstiftung des deutschen volkes“ დაფინანსებით იმყოფებიან საქართველოში.

Visited 191 times, 1 visit(s) today