გიორგი მარგველაშვილმა გერმანელ ხალხს მიუსამძიმრა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, გერმანიის ყოფილი კანცლერის ჰელმუტ კოლის გარდაცვალების გამო, გერმანელ ხალხს მიუსამძიმრა და გერმანიის ელჩის რეზიდენციაში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
„ქართველი ხალხის სახელით გერმანელ ხალხს და ბატონი კოლის ოჯახს ვუცხადებ თანაგრძნობას და ვიხსენებ იმ დიდ ღვაწლს, რომელიც მას მიუძღვის გერმანელი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინაშე.
ცივი ომის დასრულება, ევროინტეგრაციისა და ნატო-ს გაფართოების პროცესი, გერმანიის გაერთიანება, მოგვიანებით აღდგენილი დამოუკიდებლობის შემდეგ ქართველ და გერმანელ ხალხებს შორის ქართულ-გერმანული სახელმწიფოებრივი ურთიერთობების გაღრმავება – ეს არის არასრული ჩამონათვალი ბატონი კოლის შთამბეჭდავი მოღვაწეობისა.
დღეს, ამ მძიმე წუთებში, ვიხსენებთ რა მის მნიშვნელოვან საქმეებს და დანატოვებს, ვიმედოვნებ მისი მოღვაწეობის შედეგთა გაღრმავებას“, -აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

Visited 110 times, 1 visit(s) today