გიორგი მარგველაშვილმა პოლონეთში ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს ,,ქართულ საღამოზე” უმასპინძლა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პოლონეთში საქართველოს ელჩთან ილია დარჩიაშვილთან ერთად ქალაქ კრინიცაში ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს ,,ქართულ საღამოზე” უმასპინძლა, რომელზეც საქართველოში წარმოებული პროდუქცია იყო გამოფენილი.
სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ქართული ღვინო, ქართული ტკბილეული, გამაგრილებელი სასმელები, ცივი საუზმე და სხვადასხვა სახეობის რძის ნაწარმი დაეგემოვნებინათ.
საქართველოს პრეზიდენტმა და საქართველოს ელჩმა სტუმრებთან ერთად დაათვალიერეს გამოფენა, რომელზეც ასევე წარმოდგენილი იყო ,,ვეფხისტყაოსნის” განახლებული გამოცემა პოლონურ ენაზე.
გიორგი მარგველაშვილმა სტუმრებს სიტყვით მიმართა და პოლონელ ხალხს საქართველოს ერთგულებისა და მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
კრინიცას ეკონომიკური ფორუმის კონგრესცენტრში, სადაც მთავარი, საპრეზიდენტო პანელი მიმდინარეობდა, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ქართული ანბანის გამოფენა მოეწყო, რომლის დათვალიერებისა და გაცნობის შესაძლებლობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 3500-მდე დელეგატს მიეცა.

Visited 133 times, 1 visit(s) today