გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რაშიდ მერედოვი მიიღო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრი რაშიდ მერედოვი მიიღო.
რაშიდ მერედოვთან შეხვედრისას მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით სავაჭრო-ეკონომიკური და ენერგეტიკული თანამშრომლობის, ლაპის ლაზურისა და ტრანსკასპიური პროექტების განვითარების, ასევე, კასპიისა და შავი ზღვის რეგიონების თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე.

Visited 161 times, 1 visit(s) today