გიორგი მღებრიშვილი „ბრითიშ პეტროლიუმის“ წარმომადგენლებს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი „ბრითიშ პეტროლიუმის“ (BP) წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა და „BP-საქართველოს“ გენერალურმა მენეჯერმა კრის შლიტერმა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მილსადენების უსაფრთხოების საკითხები, რისკების კონტროლისა და რეაგირების მექანიზმები განიხილეს. საქართველოს მთავრობასა და BP-ს შორის გაფორმებულია ხელშეკრულებები „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის, სამხრეთ-კავკასიური მილსადენის პროექტის, დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის და სუფსის ტერმინალზე განთავსებული მისი კუთვნილი ობიექტების უშიშროების უზრუნველყოფის თაობაზე“ და „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის პროექტისთვის უშიშროების აღჭურვილობის, ობიექტების და ოპერირების დაფინანსების უზრუნველყოფის შესახებ“. შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სუფსის ნავთობის ტერმინალის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის, ბაქო-თბილისი-ერზრუმის სამხრეთ-კავკასიური გაზსადენისა და მათი ინფრასტრუქტურის დაცვასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. „BP-საქართველოს“ გენერალურმა მენეჯერმა კრის შლიტერმა საქართველოს შს სამინისტროს მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

Visited 128 times, 1 visit(s) today