გიორგი მღებრიშვილი შსს-ს ძიუდოს კლუბის წევრებს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი შსს-ს ძიუდოს სპორტული კლუბის – „მებრძოლის“ წევრებს შეხვდა. მინისტრმა სპორტსმენებს მსოფლიო ასპარეზობებზე მიღწეული წარმატებები კიდევ ერთხელ მიულოცა, სამომავლო გეგმებზე ესაუბრა, მხარდაჭერა აღუთქვა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. კლუბის წევრებმა: ამირან პაპინაშვილმა (60კგ), ვაჟა მარგველაშვილმა (66კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81კგ), ვარლამ ლიპარტელიანმა (90კგ) და ადამ ოქრუაშვილმა (+100 კგ), საქართველოს ნაკრების სახელით, „რიო 2016“-ის ოლიმპიადაზე წარმატებით იასპარეზეს. შსს-ს ძიუდოს სპორტული კლუბი ევროპის მოქმედი ჩემპიონია. „მებრძოლმა“ 2015 წლის დეკემბერში ევროპული საკლუბო ჩემპიონატის უმაღლესი ტურნირი – „ოქროს ლიგა“ მოიგო. ქართული ძიუდოს ისტორიაში, შსს-ს გუნდმა პირველმა შეძლო ამ უმაღლესი რანგის ტურნირის თასის მოგება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ძიუდოს სპორტული კლუბი „მებრძოლი“ 2014 წლის მაისში, შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელშეწყობით დაარსდა. კლუბის წევრთა უმრავლესობა საქართველოს ნაკრების ძიუდოისტია. ისინი მსოფლიო ჩემპიონატების და საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის პრიზიორები არიან.

Visited 157 times, 1 visit(s) today