გიორგი მღებრიშვილმა სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს შსს-ს დაღუპული 19 თანამშრომლის ოჯახის წევრებთან ერთად, სამინისტროს ეზოში, სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკო.
შს მინისტრმა დაღუპული პოლიციელის, გია რომელაშვილის იუბილარ შვილებს – თამარს და მარიამს დაბადების დღე მიულოცა, შსს-ს დაღუპული თანამშრომლების ოჯახის წევრებს კი ფულადი დახმარება და საჩუქრები გადასცა.
2008 წლის აგვისტოს ომის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 თანამშრომელი დაიღუპა.

Visited 109 times, 1 visit(s) today