გიორგი სახოკიამ კოვიდის რეგიონული შტაბის წევრებთან შეხვედრა გამართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი სახოკიამ დღეს კოვიდის რეგიონული შტაბის წევრებთან მორიგი შეხვედრა გამართა და მათთან ერთად განიხილა ეპიდვითარება რეგიონში. საბავშვო ბაღებსა და სკოლებში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში: წყალწმინდა, ღრმაღელე, ჯურუყვეთი, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ორი კვირით შეჩერდეს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი, სკოლები კი გადავიდეს სწავლების დისტანციურ რეჟიმზე. საერთო ჯამში, რეგიონში, ამ ეტაპზე, 329 დაინფიცირებული პაციენტია, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლინდა დაინფიცირების 19 შემთხვევა: ოზურგეთი – 12, ლანჩხუთი -2, ჩოხატაური – 5, თვითიზოლაციაში იმყოფება 611 ადამიანი.

Visited 56 times, 1 visit(s) today