გიორგი სახოკია ოზურგეთში მოქმედი სარესტორნო ბიზნესის მფლობელებსა და მენეჯერებს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

კორონავირუსის გავრცელების შემცირების პრევენციის მიზნით, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი სახოკია ოზურგეთში მოქმედი სარესტორნო ბიზნესის მფლობელებსა და მენეჯერებს შეხვდა. შეხვედრაზე იმსჯელეს იმ შეზღუდვების შესახებ, რომლებიც მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით იქნა მიღებული. კერძოდ, შეზღუდვა ეხება 10-ზე მეტი ფიზიკური პირის ისეთ თავშეყრას, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებაში დამკვიდრებულ სოციალურ (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.), მათ შორის, მასობრივ გასართობ ღონისძიებასთან და შესაბამისად, იკრძალება ამ მიზნით ფართის გაქირავება; 1 მაგიდასთან არ შეიძლება 6-ზე მეტი მომხმარებლის განთავსება. (დამატებით, გამონაკლისის სახით შესაძლებელია 12 წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება); შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვის აუცილებლობას.

Visited 88 times, 1 visit(s) today