გიორგი ქობულიამ მთის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით რაჭული ლორის მწარმოებელი როსტომ კობახიძე დააჯილდოვა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„მთის განვითარება, მთაში ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარება ჩვენი ძალიან დიდი პრიორიტეტია“, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ მთის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელიც „ექსპო-ჯორჯია“-ში გაიმართა.
გიორგი ქობულიამ რაჭის წარმომადგენელს, რაჭული ლორის მწარმოებელ როსტომ კობახიძეს სპეციალური ჯილდო გადასცა.როგორც გიორგი ქობულიამ აღნიშნა, როსტომ კობახიძე არის ადამიანი, რომელმაც რაჭაში შექმნა ერთ-ერთი უნიკალური ქართული პროდუქტის საწარმო.

„ასეთი ტიპის საწარმო და ასეთი ტიპის პროდუქცია არის ის, რაც კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციას უკეთებს ჩვენს ქვეყანას და ჩვენ ის მეტი გვჭირდება. დღესდღეობით, როგორც ვიცი, ჯერ წარმოება მხოლოდ საქართველოს ბაზრისთვისაა, მაგრამ უნდა დავეხმაროთ ბატონ როსტომს, რომ ექსპორტზე გავიდეს – სხვათაშორის, საწარმო არის გათვლილი 29 ტონა ღორის ხორცის დამუშავებაზე“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

როსტომ კობახიძემ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ხორცის გადამამუშავებელი ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო- „რაჭული ლორი“, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. საწარმოში ჯამურად 762,900 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 323,876 ლარი გრანტია, ხოლო 358,024 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. საწარმო წელიწადში 29 ტონაზე მეტ ღორის ხორცს გადაამუშავებს. პროდუქციის რეალიზაცია გათვლილია ადგილობრივ ბაზარზე და, სამომავლოდ, მისი ექსპორტზე გატანაც არის დაგეგმილი. გადამამუშავებელ საწარმოში 14 ადამიანია დასაქმებული.

Visited 276 times, 1 visit(s) today