გიორგი ქობულია 3D ინდუსტრიის უმსხვილესი კომპანიის EON Reality – ის მმართველ დირექტორს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, რომელიც სინგაპურში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, მსოფლიოში 3D ინდუსტრიის უმსხვილესი კომპანიის EON Reality – ის მმართველ დირექტორს შრიდჰარ შანკადს და გაყიდვების დარგში ვიცე-პრეზიდენტს პონტუს აპელქვისტს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი წარიმართა კომპანიის პროექტებზე, რომელიც ვირტუალური და გაფართოებული რეალობის, 3D ტექნოლოგიების გამოყენებით სამუშაო ძალის შესაძლებლობების გაზრდასა და მუშახელის გადამზადებას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტები მნიშვნელოვნად ზრდის პერსონალის კვალიფიკაციის ხარისხს და დამსაქმებლის რისკებს მინიმუმადე ამცირებს.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ერთობლივი პროექტების საქართველოში განხორციელების შესაძლებლობა.
შეხვედრის შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ კომპანიის შოურუმი დაათვალიერა და ტექნოლოგიურ სიახლეებს გაეცნო.
შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველოს ელჩი სინგაპურში ირაკლი ასაშვილი.

Visited 113 times, 1 visit(s) today