გიორგი ხანიშვილი გერმანიის ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი გერმანიის ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორში ინვესტირების შესაძლებლობები განიხილეს. მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ყურადღება უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობაზე გაამახვილა. გიორგი ხანიშვილმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესში საკანონმდებლო მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და უცხოელ სტუმრებს ის შესაძლებლობები გააცნო, რასაც ქვეყანაში ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭროს სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) იძლევა. მხარეებმა ბიოსასუქების, ევროპული წარმოების სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარებისა და პროდუქციის გადამზიდი სატრანსპორტო საშუალებების მიმართულებით თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს. შეხვედრაზე, შპს „იმერეთის აგროზონის” დირექტორმა,
არჩილ ბუკიამ ვრცლად ისაუბრა სასათბურე მეურნეობების კლასტერის – „იმერეთის აგროზონა“ განვითარების პოტენციალზე და ასოციაციის წევრებს პროექტით დაინტერესებისკენ მოუწოდა.

Visited 34 times, 1 visit(s) today