გლდანის პარკში წინასაახალწლო კონცერტი გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის მერი კახა კალაძე , მოადგილეებთან და გლდანის რაიონის გამგებელ ბექა მიქაუტაძესთან ერთად, გლდანის პარკში, წინასაახალწლო კონცერტს დაესწრო. გლდანის რაიონის გამგეობის ორგანიზებით პარკში ბავშვებისა და უფროსებისთვის წარმოდგენები გაიმართა. მათ განწობაზე ანიმაციური გმირები, თოჯინების თეატრი, ილუზიონისტები და მხიარული წამყვანები ზრუნავდნენ. ღონისძიება პარკში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, დღის ბოლოს კი ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით დასკვნითი კონცერტი გაიმართა.

Visited 189 times, 1 visit(s) today