გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების მინისტერიალი 2016

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ და საქართველოს ელჩმა ნიდერლანდების სამეფოში კონსტანტინე სურგულაძემ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის (OPCW) გენერალურ დირექტორთან, აჰმედ უზუმჩუსთან ოფიციალური შეხვედრა გამართეს. მათ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის შესახებ ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. 12-14 ოქტომბერს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე როტერდამში „გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების მინისტერიალს 2016“-ს ესწრებიან. ჯანდაცვის მინისტრი მესამე ყოველწლიურ მინისტერიალზე სიტყვით წარსდგა და ყურადღება გლობალურ საფრთხეებთან ერთობლივი ბრძოლის მნიშვნელობაზე გაამხვილა. „გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების კონცეფცია ეფუძნება იდეას, რომ გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა არა ცალკეული ქვეყნის მხრიდან, არამედ ერთობლივად ხორციელდება,“ – აღნიშნა დავით სერგეენკომ. „გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების მინისტერიალი – 2016“-ს 50-მდე ქვეყნის საერთაშორისო ორგანიზაციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი ესწრება. ღონისძიების ფარგლებში, ინფექციების პრევენციის, გამოვლენისა და რეაგირების მიმართულებით, მრავალმხრივი და მრავალსექტორული მიდგომები განიხილება. ყოველწლიური მინისტერიალი უკვე მესამედ იმართება და გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების ამაღლებას ემსახურება. ის 12 ოქტომბერს გაიხსნა და ხვალ – 14 ოქტომბერს დაიხურება.

Visited 113 times, 1 visit(s) today