გოგი თოფაძე “ქართულ ოცნებაში” გინდ ყოფილა გინდ არა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ფიქრობს, რომ “მრეწველთა პარტიის” ლიდერი გოგი თოფაძე “ქართულ ოცნებაში” “გინდ ყოფილა გინდ არა”. როგორ ხიდაშელმა განაცხადა, თოფაძე პოლიტიკური წონის თვალსაზრისით არანაირი გადაწყვეტილების მიმღები ძალის მატარებელი არ არის.

“მე არ დავუნიშნივარ თავდაცვის მინისტრად გოგი თოფაძეს. არც გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობა და არც ერთი მინისტრობა არ გადაუწყვეტია. ის არც გადამწყვეტი, არც არსებითი და არც არაფრის განმაპირობებელი პოლიტიკური ფიგურა არ არის “ქართულ ოცნებაში”, – განაცხადა ხიდაშელმა და კითხვაზე – “ანუ გინდ ყოფილა გინდ არა?!”, დასძინა: “პოლიტიკური წონის თვალსაზრისიით ნამდვილად ასეა”.

Visited 163 times, 1 visit(s) today