გოგი მეშველიანი სამაჟორიტარო ოლქში მოსახლეობას შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის წევრმა, გოგი მეშველიანმა სამაჟორიტარო ოლქში მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრები დაიწყო.
ბოლნისის მაჟორიტარი 7 აგვისტოს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად, დაბა თამარისის, სოფელ ცურტავისა და ფარიზის მოსახლეობას შეხვდა.

„გადავწყვიტეთ საპარლამენტო არდადეგები გამოვიყენოთ მოსახლეობასთან კომუნიკაციისთვის, რათა კიდევ ერთხელ გავიგოთ, რა პრობლემებია სოფლად და რა საჭიროებები აქვთ ადგილობრივ მცხოვრებლებს. მიუხედავად იმისა რომ, ადგილობრივი ხელისუფლება, საგზაო დეპარტამენტი და სხვა ცენტრალური სტრუქტურები აქტიურად მუშაობენ სხვადასხვა საკითხების მოსაგვარებლად, პრობლემური საკითხების ჩამონათვალი, რომლებიც ოპერატიულ ჩარევას საჭიროებს, მაინც საკმაოდ გრძელია,“ – აღნიშნა გოგი მეშველიანმა.

შეხვედრების ბოლოს, ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ ფარიზში არხზე გადასასვლელი ბოგირის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნენ. გოგი მეშველიანის თქმით, აგვისტოს თვე სრულად გამოყენებული იქნება სოფლებში მოსახლეობის შეხვედრებისა და მათი მიმდინარე პრობლემების იდენტიფიცირებისთვის.

Visited 107 times, 1 visit(s) today