თერჯოლის მუნიციპალიტეტში გოდოგანი–ნაგარევი- ბროლისქედის გზის რეაბილიტაცია–მშენებლობა დასრულდა. 7,5 კილომეტრიან მონაკვეთზე დაიგო ასფალტო–ბეტონის საფარი. აღნიშნულ სოფლებში გზა ათეული წელია არ იყო და მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა ჰქონდა. ამ მონაკვეთით 3000 – ზე მეტი ადგილობრივი ისარგებლებს. პროექტი გარდამავალი იყო და წელს დასრულდა. დასრულებული პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა: ზვიად შალამბერიძემ და იოსებ ხახალეიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.
ასევე, სრულად მოხდა გოდოგნის ადმინისტრაციული თემის გაზიფიცირება. დღესვე, ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასაც შეხვდნენ და რიგ საკითხებთან დაკავშირებით მათი პოზიციები მოისმინეს.