გომისმთას განაშენიანების ახალი გენერალური გეგმა ექნება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

კურორტ გომისმთის განაშენიანების გეგმას გაეროს განვითარების პროგრამა დააფინანსებს. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა, ლუიზა ვინტონმა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ მოაწერეს. ღონისძიებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, შვეიცარიის საელჩოსა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრნენ. გაიმართა ტურისტული პროექტის „საინფორმაციო ცენტრი ბორბლებზე“ პრეზენტაცია. დამსწრე საზოგადოებას ასევე გააცნეს პროექტების „ჩაის გზისა“ და „აღმოაჩინე გურიას“ ბენეფიციარები.
ღონისძიება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელმთაში ლიკა მეგრელაძის საოჯახო სასტუმრო „კომლში“ ჩაის კრეფის პროცესითა და დეგუსტაციით დასრულდა.

Visited 59 times, 1 visit(s) today