გომში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.
შენობაში, რომლის მხოლოდ ნაწილი იყო გარემონტებული, ერთი სააღმზრდელო ჯგუფი ფუნქციონირებდა, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი შესაძლებელი გახდება ჯგუფის დამატება. გაიზრდება აღსაზრდელების რაოდენობა და დასაქმდება ახალი პერსონალი.

„მოგეხსენებათ, საბავშვო ბაღებზე ზრუნვა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. დღეისთვის ხაშურის მუნიციპალიტეტში პატარებს ემსახურება სრულად რეაბილიტირებული 18 საბავშვო ბაღი, ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის დროის კი მხოლოდ ერთი ბაღი იყო რეაბილიტირებული. აღნიშნული პროექტის ფარგებში, გათვალისწინებულია გომის საბავშვო ბაღში ცენტრალური გათბობის მონტაჟიც, რაც ხელს შეუწყობს სააღმზრდელო პროცესის უკეთ წარმართვას.“-აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა ადგილზე მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისას.

მერთან ერთად სააღმზრდელო დაწესებულების რეაბილიტაციის პროცესს აკვირდებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილი და მერის პირველი მოადგილე ზვიად ქურდაძე.
სააღმზრდელო დაწესებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხორციელდება და ჯამში 35 281 ლარი ჯდება.

Visited 91 times, 1 visit(s) today