გორა-უხუთის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ვანის მუნიციპალიტეტის სოფლების, გორასა და უხუთის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. დღეს სოფელში მიმდინარე სამუშაოები ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ხურციძემ ,მოადგილესთან ლაშა გიორგაძესთან და გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსთან, ბესარიონ ახვლედიანთან ერთად დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში მოასფალტდება აღნიშნული გზის 2 500 მეტრიანი მონაკვეთი ,რომელზედაც ბიუჯეტიდან 540 000 ლარი დაიხარჯება სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “გზამშენი XXI” ახორციელებს. სპეციალისტების თქმით გორა-უხუთის დამაკაშირებელ გზაზე არსებული სარეაბილიტაციო სამუშაოები ვადების დაცვით,ხარისხიანად ხორციელდება.

Visited 161 times, 1 visit(s) today