გორელებს უგზოობის პრობლემა აღარ შეაწუხებთ

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა, გორის მერთან ზურაბ ჯირკველიშვილთან ერთად ქალაქში ბოლო 4 წლის განმავლობაში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული პროექტები დაათვალიერა.
2013-2016 წლებში გორში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 9 041 630 ლარის ღირებულების 17 ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსდა. აღნიშნული თანხის დიდი ნაწილი – 4 422 831 ლარი, ქალაქის შიდა ქუჩების საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობებსებას მოხმარდა, ნაწილი – 4264788 საკანალიზაციო სისტემების მოწესრიგებას, დანარჩენი თანხა კი – სანიაღვრე სისტემების, ხიდებისა და საბავშვო ბაღების რეაბილიტაციას.
დასაფინანსებელი პროეტქების შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღება ისეთ ქუჩებზე გამახვილდა, რომლებზეც მოასფალტებული გზა არასდროს ყოფილა, ან იმდენად იყო დაზიანებული, რომ მასზე გადაადგილება შეუძლებელი იყო.
დღეისათვის ეს პრობლემა მოგვარებულია და გორელებს ქალაქის ქუჩებში როგორც ფეხით, ასევე ტრანსპორტით თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილება.

Visited 118 times, 1 visit(s) today