გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების რამდენიმე სოფელში სახლების ეზოები, სარდაფები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაიტბორა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

უამინდობისა და უხვი ნალექის მოსვლის შედეგად გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების რამდენიმე სოფელში სახლების ეზოები, სარდაფები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაიტბორა. სპეციალური ტექნიკით წყლის ამოტუმბვის სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტში დასრულდა, ხოლო ქარელის მუნიციპალიტეტში ამ დრომდე მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებოდა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სიმონ გულედანი, სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურები. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. პროცესში აქტიურად იყო ჩართული შპს „საქართველოს მელიორაცია”, რომლის რეგიონულმა სამსახურმაც წვიმის დაწყებისთანავე შესაბამისი ზომები მიიღო და გამოირთო მეღვრეკისის სატუმბი სადგურის ტუმბო აგრეგატები, სათავე ნაგებობის კაშხალზე გაიხსნა ფარები, დაიკეტა ძლევიჯვრის, ალტერნატიული და ზედა რუს სარწყავი არხები. ამ დრომდე სამელიორაციო ტექნიკა მუშაობს სოფელ ყელქცეულში, ძლევიჯვარსა და არადეთში, სადაც სტიქიის შედეგად დატბორილი სასოფლო-სამეურნეო და საკარმიდამო ნაკვეთებიდან ჭარბი წყლის მოცილების ღონისძიებები ხორციელდება.

Visited 119 times, 1 visit(s) today