გორის მუნიციპალიტეტმა პოლონეთის დელეგაციას უმასპინძლა

21/10/2016

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას პოლონეთის დელეგაცია სტუმრობს. დაგეგმილია თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში. სტუმრებმა დღეს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის პოლონური წიგნები მიიტანეს და უნივერსიტეტის რექტორს გიორგი სოსიაშვილს შეხვდნენ.
გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავით ონიაშვილის განცხადებით, ფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები, რაც ერთობლივი პროექტების განხორციელებას გულისხმობს.
პოლონელები, ხვალ სოფელ ატენში, გამგეობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას “რთველი 2016“ დაესწრებიან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0