გორის მუნიციპალიტეტში სამი ახალი სკოლა გაიხსნა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის ფარგლებში რეაბილიტირებულ სკოლებს დღეს გორის მუნიციპალიტეტის სოფლების – სკრის, ფხვენისისა და ტყვიავის სკოლების შეემატა. გახსნის ღონისძიებას მხარის გუბერნატორის მოადგილე ამირან შავშიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სტუმრებმა მასწავლებლებსა და მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს. ,,მოხარული ვარ, რომ დღეიდან ჯანსაღ და სრულფასოვან გარემოში განაგრძობთ განათლების მიღებას, განათლება უმთავრესია თქვენი მომავალი ცხოვრებისთვის. გეტყვით, რომ აღნიშნული პოექტი წარმოადგენს ამერიკელი ხალხის საჩუქარს, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის ფონდის სახელითაა ცნობილი. პროექტის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით ათობით სკოლა რეაბილიტირდა და კიდევ არაერთი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების კეთილმოწყობაა დაგეგმილი.” აღნიშნა ამირან შავშიშვილმა.

Visited 207 times, 1 visit(s) today