გორის რაიონში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები გამოჩნდნენ

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საოკუპაციო რეაჟიმის წარმომადგენლებს სოფელ ჯარიაშენში გზა გაჰყავთ, ამის შესახებ prof-news-ს კორესპონდენტი გორის მუნიციალიტეტის გამგებლის წარმომადგენელის ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება. შეიარაღებული სამხედროები სოფლის ტერიტორიაზე გუშინ გამოჩნდნენ და მას შემდეგ გზის მშენებლობის სამუშაოებს აწარმოებენ. დავით ტატიაშვილი არ გამორიცხავს, რომ გზის გაყვანა სოფელში მავთულხლართების გავლების დაწყების პროცედურას უკავშირდებოდეს. ჯარიაშენელები გასულ წელს საოკუპაციო რეჟიმის წარმომდგენლებმა გააფრთხილეს, რომ ამ ტერიტორიაზე გადადგილება ეკრძალებოდათ. ტერიტორიაზე სადაც ახლა ოკუპანტები სამუშოებს აწარმოებენ ჯარიაშენელების კუთვნილი ნაკვეთები მდებარეობს.

Visited 130 times, 1 visit(s) today