გორის ძიუდოს კლუბი – Golden Gori დაფუძნდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გორში ძიუდოს კლუბის – Golden Gori პრეზენტაცია გაიმართა. კლუბი გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ხელშეწყობით დაფუძნდა, რომლის შემადგენლობაში ტიტულოვანი გორელი ფალავნები, ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები იასპარეზებენ. სპორტსმენები უახლოეს პერიოდში მონაწილეობას მიიღებენ პირველ შეჯიბრებაზე – ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე, რომელიც 8-9 დეკემბერს ბუქარესტში ჩატარდება.

Visited 295 times, 1 visit(s) today