გორში, ანწუხელიძის ქუჩაზე საბავშვო ბაღი შენდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი გორში, ანწუხელიძის ქუჩაზე საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. სააღმზრდელო დაწესებულება მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით შენდება, რომელზეც 3 მილიონ ლარამდეა განსაზღვრული. პროექტის ფარგლებში აშენდება 180 ბავშვზე გათვლილი ორსართულიანი შენობა, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. მოეწყობა ეზო და სათამაშო მოედანი.

“მშენებლობა შეუფერხებლად მიმდინარეობს და სულ მალე პატარებს თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი მოემსახურება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს და აღმზრდელებს ჯანსაღი გარემო ჰქონდეთ, რათა სასწავლო პროცესი კომფორტულ და კეთილმოწყობილ შენობაში შეძლონ” -აღნიშნა რწმუნებულმა.

სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომისთვის დასრულდება.

Visited 64 times, 1 visit(s) today