გორში დედათა და ბავშვთა თავშესაფარი აშენდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გორში, დედათა და ბავშვთა თავშესაფრის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო. თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ვიქტორია ჰორვატმა, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთევან ჩაჩავამ და გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა მოაწერეს. მემორანდუმის გაფორმებასა და კაფსულის ჩადების ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე დაესწრო. წმინდა სოფიოს, აღაპის, პისტის და ელპიდის სახელობის დედათა თავშესაფარის მშენებლობა უნგრეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორცილედება. აღსანიშნავია, რომ თავშესაფარს საგანმანათლებლო დატვირთვაც ექნება.

Visited 61 times, 1 visit(s) today