გორში, დევნილთა დასახლებაში ბავშვთა სათამაშო მოედანი, სატრენაჟორო სივრცე და დასასვენებელი სკვერი მოეწყო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, გორში, დევნილთა დასახლებაში ბავშვთა სათამაშო მოედანი, სატრენაჟორო სივრცე და დასასვენებელი სკვერი მოეწყო. ხოლო ქარელში, დევნილთა დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე 50 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. სათამაშო მოედანი და საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მამუკა საღარეიშვილმა და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა დაათვალიერეს. გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, გარდა ქარელისა, მთელი საქართველოს მასშტაბით, დევნილთა დასახლებებში 6 ახალი საბავშვო ბაღი შენდება და დამატებით, ერთ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას რეაბილიტაცია უტარდება. საბავშვო ბაღების სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები 2021 წელს დასრულდება.

Visited 104 times, 1 visit(s) today