გორში ტრადიციული საშობაო ალილო მოეწყო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საშობაო ალილოს მსვლელობა ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო და მომლოცველებმა ქალაქის ცენტრალური ქუჩები გაიარეს. მსვლელობის შემდეგ კი გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ ალილოს მონაწილეები დალოცა.
მსვლელობას შიდა ქართლის რწმუნეული გიორგი ხოჯევანიშვილი, ადგილობრივი თვითმმართელობის წარმომადგენლებთან ერთად შეუერთდა და მონაწილეებს საშობაო ნობათიც გადასცა.

“გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს! შობა სიყვარულთან, იმედთთან, მშვიდობასთან, სიკეთესთან ასოცირდება და გისურვებთ არც ერთი არ მოკლებოდეს თქვენ, თქვენს ოჯახებსა და ჩვენს ქვეყანას” – აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

საშობაო ალილო რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყო.

Visited 134 times, 1 visit(s) today