გორში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღინიშნა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღინიშნა ვერხვების დევნილთა დასახლებაში. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას 1990 – იანი და 2008 წლების საომარი მოქმედებების დროს დაკარგულ პირთა ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის აპარატის უფროსმა ნათია ანთელავამ.
როგორც უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე, მსოფლიოში 1983 წლიდან, ხოლო საქართველოში – 2011 წლიდან აღინიშნება. საქართველოში 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად 2 300-ზე მეტი პირი დღემდე დაკარგულად ითვლება.

Visited 116 times, 1 visit(s) today