გორში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი გორის მუნიციპალიტეტის მერთან კონსტანტინე თავზარაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრში იმყოფებოდა. რწმუნებულმა ცენტრის ბენეფიციარებს მიულოცა და ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძებას დაესწრო. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბენეფიციარებს სიმბოლური საჩუქრებიც გადასცეს. მოგვიანებით ცენტრში არსებული მინანქრის, ძერწვისა და კერვის სახელოსნოებიც დაათვალიერეს. ბენეფიციარები თავად ამზადებენ ხელნაკეთ ნივთებს და გამოფენებშიც იღებენ მონაწილეობას.

Visited 77 times, 1 visit(s) today