მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გოჩა ზეიკიძემ, მუნიციპალიტეტის პირველი პირებისგან მიმდინარე და განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
სამუშაო შეხვედრაზე, ა(ა)იპ ,,ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების” გენერალურმა დირექტორმა გიორგი ატაშვილმა, ამერიკული ჰუმანიტარული ორგანიზაციის ,,LDS_Charities“ ფინანსური მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტებში მიმდინარე და განსახორციელებელ , როგორც ინფრასტრუქტურულ, ასევე სოციალურ პროექტებზე ისაუბრა.
გოჩა ზეიკიძემ მიმდინარე და განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დეტალური ინფორმაცია მოისმინა
23/01/2017