გოჩა კურდღელია თევზის გადამამუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელებს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია თევზის გადამამუშავებელი საწარმოების შპს „აისბერგ-2“-ის, შპს “შავი ზღვის პროდუქტები“-სა და შპს „მადაის“ ხელმძღვანელებს შეხვდა. საუბარი ქარხნების სამუშაო და პროდუქციის ტრანსპორტირების პროცესში ტექნიკური ნორმებისა და სტანდარტების დაცვას შეეხო.

„უნდა გატარდეს მაქსიმალური ღონისძიებები, რათა თავიდან ავიცილოთ უსიამოვნო სუნი. მისასალმებელია, რომ ფოთში თევზის მრეწველობა ვითარდება და პროდუქცია ექსპორტზე გადის, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი თანაქალაქელების დისკომფორტის ხარჯზე“-აღნიშნა ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ.

ქალაქის მერი მზადაა ერთობლივი ღონისძიებების გასატარებლად ,რათა დაჩქარდეს პრობლემის მოგვარება . შეხვედრაზე განიხილეს ყველა ფაქტორი, რაც ხელს უშლის თევზის გემებიდან დროულად გადმოტვირთვას, ქარხნებამდე ტრანსპორტირებას და მის დამუშავებას.

Visited 230 times, 1 visit(s) today