სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი უკრაინის რესპუბლიკის სამოქალაქო და პოლიტიკური სკოლის კურსდამთავრებულებს შეხვდა. გოჩა ცოფურაშვილმა სტუდენტებს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია 2015-2020 წწ. ძირითადი მიმართულებები გააცნო და ყურადღება დარგში გატარებულ რეფორმებსა და სისტემურ ცვლილებებზე გაამახვილა. შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების კუთხით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე. გოჩა ცოფურაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, ბოლო წლებში საქართველოს მთავრობის მიერ სოფლის მეურნეობის დარგის პრიორიტეტად გამოცხადების შესახებ და ყურადღება საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში სოფლის მეურნეობის დარგის მნიშვნელობის საკითხზე გაამახვილა.