გპირდებით, რომ საკრებულოში ძალიან საინტერესო მოხსენება იქნება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დავით ნარმანია ხვალ თბილისის საკრებულოში საზოგადოებას საინტერესო მოხსენებას ჰპირდება. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს ჟურნალისტებს მერიაში განუცხადა.

„ხვალ გპირდებით, რომ ძალიან საინტერესო მოხსენება იქნება საკრებულოში, სადაც ვისაუბრებთ ყველა საკითხზე, რაზეც ბოლო პერიოდში იყო საუბარი“, – განაცხადა ნარმანიამ.

დედაქალაქის მერმა საუბრისას არ დააკონკრეტა რა საკითხებზე ექნება მას საუბარი თავის მოხსენებაში. საკრებულოს უმრავლესობის მოთხოვნით თბილისის საკრებულოში დავით ნარმანია ხვალ მოხსენებით წარდგება.
საკრებულოს უმცირესობის წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თბილისის მერისგან განმარტებებს ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის ადგილმონაცვლეობის, ასევე 29 ჰექტარი ტერიტორიის აუქციონის წესით გაყიდვის და სხვა საკითხებზე ითხოვდნენ.

Visited 129 times, 1 visit(s) today