გრანტის გაცემის უფლებამოსილების მქონე სუბიექტთა წრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი დაემატება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა. მომხსენებელმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ვახტანგ ყოლბაიამ პროექტით გათვალისწინებული ცვლილებები გააცნო კომიტეტის წევრებს. მისი განმარტებით, გრანტის გაცემის უფლებამოსილების მქონე სუბიექტთა წრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი დაემატება.

„აღნიშნული უფლებამოსილების მინიჭებით, მინისტრის აპარატს მიეცემა შესაძლებლობა, მინისტრის აპარატის პრიორიტეტული მიმართულებებით პროექტების განმახორციელებელ ორგანიზაციებთან თანამშრომლობითა და საერთაშორისო რესურსების გამოყენებით, ნდობის აღდგენისა და შერიგებისათვის სამშვიდობო ინიციატივების, ქართულ–აფხაზური ურთიერთობების, სახალხო დიპლომატიის მხარდაჭერის, საგანმანათლებლო და სპორტული პროექტების, სახელმწიფოებრივი და/ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამებისა და სოციალური პროექტების, ასევე სხვა კონკრეტული მიზნების განხორციელებისათვის გასცეს მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით“, – განმარტა ვახტანგ ყოლბაიამ.

Visited 45 times, 1 visit(s) today