გრიგოლია პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება, პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტმა მედიისთვის კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ იგი უწყებასთან თანამშრომლობას აპირებს:

„მე დღეს ვარ პროკურატურის პარტნიორი და არ ვარ არაფრით ჩასაფრებულ პოზიციაზე. მე დღეს შევეცდები, რომ დავეხმარო პროკურატურას, თუკი მათ შეუძლიათ ჩემგან რაიმე ღირებული ინფორმაცია მიიღონ, მე ყველაფერზე ღია ვარ.

ვთქვი, რომ ეს არის ის ომი, რომელშიც მე შევედი, მე არ ვაპირებ ჩირგვებში ჯდომას, წუწუნს, რა დღეში ვარ, თურმე როგორ მემუქრებიან, მე მაქვს მოლოდინი, რომ დაიდება ეს კადრები, მართლა არ მეშინია იმ შანტაჟის. მე რომ დღეს ხმა არ ამომეღო, შეშინებული ჩირგვებში და სახლში შევმალულიყავი, მაშინ მთელი ცხოვრება უნდა მეცხოვრა ამ შანტაჟით.

მე არ ვაპირებ ვიცხოვრო შიშით, რომ ხვალ შეიძლება რაღაც გამოაქვეყნონ, ამიტომ გამოაქვეყნონ, მე ამისთვის მზად ვარ, პირადი ცხოვრება არ არის სირცხვილი. მე უკვე მეცოდინება რომელი პერიოდის კადრები იყო ეს, როდის ხდებოდა ჩემი ფარულად ჩაწერა და ვდებ პირობას, რომ მარტო საქართველოს მასშტაბით კი არა, საერთაშორისო მასშტაბით სკანდალში გაეხვევა ის ხელისუფლება, რომლის დროსაც არის ჩაწერილი ჩემი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები“, – განაცხადა ინგა გრიგოლიამ დაკითხვაზე შესვლამდე.

Visited 146 times, 1 visit(s) today