გრიგოლ გიორგაძემ ზუგდიდში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ ზუგდიდში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
გრიგოლ გიორგაძემ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს ნინო ვიბლიანსა და მუნიციპალიტეტების მერებს დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროგრამების, სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, 720 დევნილი ოჯახისთვის კორპუსების მშენებლობა მიმდინარეობს. უახლოეს მომავალში კი, დამატებით 240 ბინის მშენებლობა დაიწყება.
გრიგოლ გიორგაძემ დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამებზეც ისაუბრა. აღნიშნული საგრანტო პროგრამები, იძულებით გადაადგილებულ პირებს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობას აძლევს.

Visited 89 times, 1 visit(s) today