გრიგოლ გიორგაძემ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე ზუგდიდში, სამეგრელოს რეგიონის დევნილთა სათემო წარმომადგენლებსა და დევნილთა პრობლემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი იყო სამოქალაქო სექტორისთვის სამინისტროს 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის გაცნობა, რომელიც დასამტკიცებლად მთავრობას წარედგინება. გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, 2-წლიანი სამოქმედო გეგმის დამტკიცებამდე, მნიშვნელოვანია სათემო წარმომადგენლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებების, შენიშვნებისა და რეკომენდაციების მოსმენა, რათა სამოქმედო გეგმა ორიენტირებული იყოს დევნილთა პრობლემებსა და საჭიროებებზე. შეხვედრა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მხარდაჭერით გაიმართა.

Visited 92 times, 1 visit(s) today